ტერორიზმი

ეგვიპტემ ლიბიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა

Egyptian Air Force F-16 fighter jet

BBC-ის ცნობით, ეგვიპტის არმიამ ლიბიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა. დაიბომბა ექსტრემისტების საწვრთნელი ბაზები და იარაღის საწყობები.

დაბომბვის გადაწყვეტილება ეგვიპტის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ლიბიელმა ჯიჰადისტებმა 21 ქრისტიანს თავები მოჰკვეთეს. მომხდარის შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ განაცხადა, რომ კაიროს აქვს უფლება, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქმედებას შესაბამისად უპასუხოს.

21 ეგვიპტელი ქრისტიანისთვის თავის მოკვეთის ვიდეო გუშინ გავრცელდა. ნიღბიან ტერორისტებს ნარინჯისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ტყვეები ზღვის სანაპიროზე გაჰყავთ, მუხლებზე აყენებენ და თავებს კვეთენ.

მკვლელობის წინ ერთ–ერთი ტერორისტი ამბობს: "თქვენი ჯვაროსნების უსაფრთხოებაზე მხოლოდ ოცნება შეგიძლიათ". 

21 ეგვიპტელი მეთევზე ლიბიის ქალაქ კაფრ ეშ შეიხიდან შეიარაღებულმა პირებმა მოიტაცეს.

კომენტარები