ISIS

ISIS-მა აშშ-ის ბაზების მახლობლად მდებარე ერაყის ქალაქს შეუტია

BBC.COM

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამხედროებმა ერაყში, ანბარის პროვინციის ქალაქს შეუტიეს. ის შეერთებული შტატების ბაზების მახლობლად მდებარებს და მასში 300-მდე ამერიკელი საზღვაო მოსამსახურე ცხოვრობს. ქალაქი ალ-ბაღდადი 5 კილომეტრით არის დაშორებული აინ ალ-ასადის ბაზიდან, სადაც ამერიკელი სამხედროები ერაყელ მეომრებს წვრთნიან. შეტაკებები მიმდინარეობდა დასავლეთ ანბარის დედაქალაქ რამადშიც. პენტაგონის სპიკერმა როიტერთან განაცხადა, რომ მახლობელ საჰაერო ბაზებზე ISIS-ს პირდაპირ არ შეუტევია.

გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც, სირიასთან ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობა, ასევე ISIS-ისგან ნავთობის შეძენა აიკრძალა.

კომენტარები