სასჯელაღსრულების სამინისტრო

მღებრიშვილი: ციხის დირექტორმა პატიმარს პრივილეგია მიანიჭა

ტაბულა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, რუსთავის N17 ციხის დირექტორმა პატიმარს პრივილეგია მიანიჭა და ამით სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. 

"ისაა დირექტორის დანაშაული, რომ მან პატიმარს პრივილეგია და უფლებამოსილება მიანიჭა, რომ შეძლებოდა სხვადასხვა ბლოკში თავისუფლად მოძრაობა. ამ უფლებით ბოროტად ისარგებლა მსჯავრდებულმა და ჩაიდინა კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც, რაღა თქმა უნდა, ისიც პასუხისგებაშია მიცემული", - თქვა მღებრიშვილმა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რუსთავის ციხის დირექტორი გიორგი ელიზბარაშვილი გუშინ დააკავა

"1-ელ იანვარს სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულთა მხრიდან ასევე მსჯავრდებულებზე ძალადობის შემთხვევას. შვიდი მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ისინი პასუხისგებაში მიეცნენ სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით. ასევე გაცნობებთ, რომ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით (სსკ-ის 332-ე მუხლი) დაკავებულია მე-17 დაწესებულების დირექტორი. ინციდენტში მონაწილე ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება", - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

კომენტარები