სასჯელაღსრულების სამინისტრო

კახიშვილი: არც ერთი თეთრის დივან-კრესლო ჩემი კაბინეტისთვის არ მიყიდია

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი თავისი კაბინეტისთვის ძვირადღირებული ავეჯის შეძენას უარყოფს. მინისტრის თქმით, საიტს, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, სასამართლოში უჩივლებს. 

"ვუჩივლებ სასამართლოში ამ საიტს, და მოვთხოვ იმდენივე გაზიარებას ბოდიშთან ერთად, რამდენი გაზიარებაც ჰქონდა იმ სისულელეს, რომელიც გამოაქვეყნეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი თეთრის დივან-კრესლო ჩემი კაბინეტისთვის არ მიყიდია. ის, რაც იყო ნაყიდი, რიცხვები იყო დამახინჯებული, ის იყო ნაყიდი მაშინ, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაცია გამოცხადდა და ახალი შენობა გაიხსნა. თუ ძალიან უნდა ნაცმოძრაობას, მე შემიძლია, გამოვაქვეყნო, რამდენი მილიონის ქონება ჰქონდა ნაყიდი კაბინეტებისთვს წინა ხელისუფლებას და ამის მასალები მაქვს", - თქვა კახიშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო editori.ge-მ მონიტორინგის ცენტრ მედიატორზე დაყრდნობით დაწერა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა მხოლოდ ავეჯის - ტყავის დივნების, სამეულების, ხელმძღვანელის სავარძლებში, გორგოლაჭებიანი სავარძლების, კარადების, ექვსადგილიანი სამზარეულოს მაგიდების შესაძენად.

კომენტარები