კრიზისი უკრაინაში

უკრაინაში დღეს გლოვის დღეა

AFP

უკრაინაში დღეს გლოვის დღეა. უკრაინელები, მარიუპოლში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ქვეყანაში დაშვებულია დროშები, ქალაქ მარიუპოლში კი, უსაფრთხოების ნორმებია გამკაცრებული. 

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. დაშავდა 97. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაციც. მარიუპოლი უკრაინის მთავრობის კონტროლქვეშ არსებული ქალაქია.

კომენტარები