ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები 31-ჯერ დაბომბა.
ერაყის ქალაქ მოსულის მახლობლად სულ 16 ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც ISIS-ის ტაქტიკური ერთეულები, სამხედრო მანქანები, ხიდები და საარტილერიო სისტემები განადგურდა.
გასული ღამის განმავლობაში კოალიციის ძალებმა ისლამისტების პოზიციები ქალაქ კობანესთანაც დაბომბეს. ასევე ISIS-ის გამოცხადებულ დედაქალაქ რაქქას მახლობლად განადგურებულია იარაღის საწყობი.
ერაყში ამერიკის ელჩის განცხადებით, საჰაერო დარტყმებმა ISIS-ზე გამანადგურებელი ეფექტი იქონია. შეერთებული შტატების მოხელეების ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების შედეგად 6 000-მდე მებრძოლი მოკლეს, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების თითქმის ნახევარი.
თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს მოკლული მებრძოლების რიცხვი არ დაუდასტურებია, თუმცა აღნიშნა, რომ ოპერაციების შედეგად მართლაც ათასობით მეომარი განადგურდა.
ISIS
ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-მა ე.წ. ისლამური სახელმწიფო 31-ჯერ დაბომბა

Reuters




