იური ვაზაგაშვილის საქმე

იური ვაზაგაშვილის საქმეს მონიტორინგს სახალხო დამცველი გაუწევს

radiotavisupleba.ge/

იური ვაზაგაშვილის საქმეს მონიტორინგს სახალხო დამცველი გაუწევს. უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და საგამოძიებო უწყებებმა შედეგები უახლოესი კვირების განმავლობაში უნდა დადონ.

"საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ოჯახზე და ერთ ადამიანზე, საუბარია ქვეყანაზე, სახელმწიფოებრიობაზე. ეს არის საზარელი დანაშაული და სამართალდამცველი ორგანოების მიმართ ნდობა გარკვეულწილად არის დამოკიდებული სწორედ ამ საქმის გამოძიებაზე", - განაცხადა ნანუაშვილმა. 

იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილის სასაფლაოზე 20 იანვარს დაიღუპა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები