იური ვაზაგაშვილის საქმე

სოსანაშვილი: შოთაძემ მითხრა, თქვი, ეს ყველაფერი ფირცხალავამ დაგავალაო

მიმაბეს რკინის მაგიდაზე, შემოვიდა მამუკა ვასაძე და განმიცხადა, რომ აფეთქების შედეგად დარჩენილ ხელყუმბარის სახელურზე დარჩნილი იყო დნმ-ის კვალი, რომელიც მე მეკუთვნოდა. ვუთხარი, რომ დანაშაული მე არ ჩამიდენია და რატომ მაბრალებთ-თქო. მითხრა იმიტომ, რომ 20 თებერვალს დაგირეკა ირაკლი ფირცხალავამო. შემდეგ შემოვიდა შოთაძე და მითხრა, თქვი, რომ ეს ყველაფერი ფირცხალავამ დაგავალა, შენ მოგისჯით რაღაც წლებს და სამაგიეროდ, შენი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი და უსაფრთხოდო.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა გია სოსანაშვილმა სასამართლოში საბოლოო სიტყვა თქვა.

კომენტარები