იური ვაზაგაშვილის საქმე

ბადაშვილის თქმით, ვაზაგაშვილების საქმის გახსნა პროკურატურის N1 პრიორიტეტია

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს ირაკლი შოთაძეს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ აღნიშნული დანაშაულის უსწრაფეს გახსნას და ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების დასრულებას დიდი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

მთავარმა პროკურორმა კი, საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნა, რომ ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეების გამოვლენა საქართველოს პროკურატურის N1 პრიორიტეტია და საამისოდ მობილიზებულია ქვეყნის მთელი სამართალდამცავი სისტემა.

"შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ამ საზარელი დანაშაულების ჩამდენ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემა, არამედ ძალადობის ამგვარი აქტების გამომწვევი და ხელისშემწყობი ფაქტორების საფუძვლიანი ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა", - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები