იური ვაზაგაშვილის საქმე

ვოლსკი: ქვეყანაში სტაბილურობის გადასარჩენი ღონისძიებებია გასატარებელი

ქვეყნის გადასარჩენი და სტაბილურობის გადასარჩენი ღონისძიებებია გასატარებელი. ხალხს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მათ სიცოცხლეს და სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. ესეთი მკვლელობა სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და ეს არის გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის. საერთოდ, ქვეყნის სტაბილურობის თემა შედგება სწორედ ამ ნაწილებისაგან, რასაც ჰქვია სწრაფი, პროფესიონალური, მაღალდონეზე ჩატარებული გამოძიება... კრიმინალური ვითარება საქართველოში მძიმე მდგომარეობაში ნამდვილად არ არის. დანაშაულებების გახსნის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, მაგრამ ეს ვერ იქნება დამამშვიდებელი იური ვაზაგაშვილის ოჯახისთვის.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა არჩევანში იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

კომენტარები