საოკუპაციო ხაზი

სოფელ დვანიდან რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივი მოსახლე გაიტაცეს

მავთულხლართები დიცში

ქარელის რაიონის სოფელ დვანში რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივი მოსახლე დააკავეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაკავებულის თანასოფლელები და ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ 57 წლის ბეგლარ ახალკაცი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე თავის ნაკვეთში შეშის მოსაჭრელად იყო წასული. ნაკვეთი საოკუპაციო ხაზს ემიჯნება.

წინასწარი ინფორმაციით, რუსი მესაზღვრეების მიერ გატაცებული მამაკაცი ცხინვალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ კურიერთან საუბრისას ბეგლარ ახალკაცის მეუღლე აცხადებს. 

კომენტარები