"ბავშვები ჩვენთან და უსფართხოდ იმყოფებიან" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომენტარს ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ბავშვების გატაცების ინფორმაციაზე IPN ავრცელებს.
თავდაპირველად, ერთ-ერთი გატაცებული ბავშვის მამა ბესო სიდამონიძე TV პირველთან ყვებოდა, რომ სათამაშოდ წასული ბავშვები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
"ქარელის რაიონში, სოფელ თამარაშენში ბავშვები იყვნენ ამოსულები, თამაშობდნენ, საოკუპაციო ხაზთან ჩვენს ტერიტორიაზე. გაიტაცეს ბავშვები. რუსები იყვნენ თუ ოსები, ამას ვერ დაგიდასტურებთ. საშინელ მდგომარეობაში ვართ, თუ ვინმეს მიუწვდება ხმა საელჩოებთან, ან თვითაღიარებულ რესპუბლიკასთან, გთხოვთ, დაგვეხმაროთ. [...] ლაპარაკია 10 წლის ბავშვებზე, მოგვხედეთ, გთხოვთ" - ამბობს სიდამონიძე TV პირველთან.





