ტერორიზმი

სტამბოლში პოლიციის განყოფილებასთან ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა

EPA

სტამბოლის ცენტრში, სულთანახმეთის რაიონში, პოლიციის განყოფილებასთან ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი დაშავდა. სამართალდამცველების ცნობით, თვითმკვლელი ქალი, რომელიც ინგლისურად საუბრობდა, პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ საფულე დაკარგა. შემდეგ კი, მან სავარაუდოდ ხელყუმბარა აამოქმედა.

ტერორისტის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. ქვეყნის პრემიერმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ტერაქტს აუცილებლად გამოიძიებენ. პასუხისმგებლობა ტერაქტზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები