საგარეო პოლიტიკა

საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს

radiotavisupleba.ge

მთავრობის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. მას საქართველოს პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს. სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ასევე ევროპულ და ევროატლანტიურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ესწრებიან. საბჭოს შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე დეპუტატიც მონაწილეობს. შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ გააკეთა. მისი თქმით, იმ უწყებებს შორის, რომლებიც საგარეო პოლიტიკაზე ზრუნავენ, მეტი კოორდინაცია და დებატებია საჭირო. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კოორდინაციის პრობლემა არსებობს.  

საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო პრემიერმინისტრის ინიციატივით შეიქმნა.

კომენტარები