ბანკები

იანვარში კონსტანტა ბანკი და თიბისი ბანკი გაერთიანდებიან

TBC ბანკის სათაო ოფისი
ir.tbcbank.ge

თიბისი ბანკი და კონსტანტა ბანკი მომავალი წლიდან გაერთიანდებიან. ბანკების კონსოლიდაცია იურიდიულად 2015 წლის იანვარში გაფორმდება. 

თიბისი ბანკის დირექტორმა ვახტან ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბანკების კონსოლიდაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თიბისის აქციონერთა კრებამ მიკროფინანსების ბაზარზე არსებული ახალი გამოწვევებისა და ამ ბიზნესში ზრდის მაღალი პოტენციალის გამო მიიღო. თიბისი ბანკმა კონსტანტა ბანკში 2011 წლიდან 226 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.  

კონსტანტა ბანკის დირექტორის ნიკა ქურდიანის თქმით, იანვრიდან ბანკის რებრენდინგი განხორციელდება, ბანკს იანვრიდან თიბისი ბანკი კონსტანტა დაერქმევა.

კონსოლიდაციის შემდეგ ბანკების პროდუქტების გაერთიანებაც მოხდება. კონსტანტა ბანკს საქართველოში 60-მდე ფილიალი აქვს. 

 

 

კომენტარები