ბანკები

დოლარის დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი 2012-ის შემდეგ სამჯერ შემცირდა

AP Photo

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტზე საშუალო საპროცენტო სარგებელი წელიწადში 2.6%-ია. ეს 2012-ში არსებულ 7.4%-ზე თითქმის სამჯერ ნაკლებია. ლარის დეპოზიტებზე კი საშუალო განაკვეთი წელიწადში 7.7%-ია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთები ყოველწლიურად მცირდება, ლარის დეპოზიტებზე კი განაკვეთი შედარებით სტაბილურია და ის 7-10%-ის ფარგლებში მერყეობს. 

კომერციულ ბანკებში 20.8 მილიარდი ლარის დეპოზიტებია განთავსებული, მათი 68% უცხოურ ვალუტაზე მოდის. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 84.4%, ხოლო ევროს წილი 13.4%-ია. შესაბამისად, დეპოზიტებზე განაკვეთების შემცირება დეპოზიტართა უმეტესობის შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება.

2017 წლის განმავლობაში 28.8%-დან 32.5%-მდე გაიზარდა დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი.

სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

კომენტარები