ბანკები

საქართველოს ყველაზე მაღალი მოგების მქონე ბანკების ათეული

AP Photo

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2017 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მიერ წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, პერიოდის მანძილზე ყველაზე მეტი მოგება საქართველოს ბანკმა გამოიმუშავა, კომპანიამ მესამე კვარტალში 286 მილიონიანი წმინდა მოგება აჩვენა, რაც წინა წელთან შედარებით 90%-ით მეტია. სიდიდით მეორე მოგება TBC ბანკს ჰქონდა, ბანკის მოგებამ 213.5 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16.1%-ით მეტია. სიდიდით მესამე მოგება ლიბერთი ბანკს ჰქონდა, თუმცა მისი მაჩვენებელი ლონდონის ბირჟაზე კვოტირებული ბანკების შემოსავალზე რამდენჯერმე ნაკლები იყო. ლიბერთიმ მესამე კვარტალში 34.5 მილიონი ლარის მოგება მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 58%-ით მეტია.

 

კომენტარები