ჟენევის მოლაპარაკებები

ჟენევაში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე დაიწყო

გრიგორი კარასინი

ჟენევის გაეროს ოფისში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მთავარი შეხვედრა უკვე დაიწყო. ქართული მხარის განმარტებით, შეხვედრაზე ორ მთავარ საკითხს დააყენებენ - რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის პასუხისმგებლობის აღებასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას. შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა მიმდინარე პროცესები შეაფასეს. კარასინის თქმით, რუსეთს ყველაზე მეტად საქართველო-NATO-ს ურთიერთობები აღიზიანებს.

"ძალის არგამოყენების საკითხი ახალი არ არის. მთავარი შეკითხვა ისაა, უნდა დააყენოს თუ არა საქართველომ ამგვარი საკითხები. ჩვენ ხელი მოვაწერეთ აფხაზეთთან ხელშეკრულებას, რომელიც 2008 წლის შეთანხმების გაგრძელებაა. საქართველომ კი სწორედ ამის შემდეგ გააღრმავა სამხედრო ტექნიკური ურთიერთობები ნატოსთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან. სწორედ ამ თემებზე გვექნება დღეს საუბარი - როგორ უნდა გავაგრძელოთ რეგიონში ურთიერთობა აფხაზეთისა და ოსეთის მონაწილეობით", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი გუშინ დაიწყო. რაუნდის განმავლობაში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე ორი ძირითადი ჯგუფი იმუშავებს.

კომენტარები