ცოფის ვირუსი

ცოფის ვირუსით თბილისში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა

aldagibci.ge

ცოფის ვირუსით თბილისში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. ინტერპრესნიუსის ცნობით, ბავშვი რამდენიმე კვირის წინ მაწანწალა ძაღლმა თვალის არეში დადორბლა. მოზარდი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ექიმების გადაწყვეტილებით ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ინფექციონისტების თქმით, ცოფით დაინფიცირება ოჯახის ცხოველებიდანაცაა შესაძლებელი, ამიტომ მოუწოდებენ მოსახლეობას გაკაწვრის, კბენისა თუ დადორბვლის შემთხვევაში შესაბამისი აცრა გაიკეთონ.

ცხოველთა უფლებების დამცველები კი ქუთაისის მერიას მოუწოდებენ დროულად შექმნან თანამედროვე სტანდარტების ძაღლების თავშესაფარი, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან აცილებული იყოს.

კომენტარები