ცოფის ვირუსი

მარტვილში ძაღლს, რომელმაც რამდენიმე ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

მიუსაფარ ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა მყისიერად დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებები. ძაღლი მეთვალყურეობის მიზნით გადაიყვანეს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში. ცხოველი მოკვდა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება.

სააგენტოს ვეტერინარები დღეიდან უკვე ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და თვითმმართველობასთან კოორდინაციით საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას" - აცხადებს სააგენტო.

ამასთან, სააგენტო ინტერპრესნიუსი მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორზე, როზა ჯანაშიაზე დაყრდნობოთ წერს, რომ დაზარალებულ მოქალაქეებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. მისივე თქმით, 22 ადამიანიდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.

კომენტარები