საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ბერუჩაშვილი: უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა 1-2 მინისტრის დანიშვნაზე მეტია

ვთხოვდი ყველას, რომ არ ატეხოს აჟიოტაჟი ამ თემებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ საქართველო -უკრაინის ურთიერთობა, ამ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთი თუ ორი მინისტრის დანიშვნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში დანიშვნის გამო, უკრაინიდან ელჩის შესაძლო გამოწვევის და ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლო გაფუჭების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი. ცნობისთვის, მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბოლო დღეების განმავლობაში აცხადებენ, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებამ, თანამდებობებზე დანიშნოს საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ჩრდილი მიაყენოს.

კომენტარები