საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

УНИАН: ლორთქიფანიძე უკრაინის შსს-ს ოდესის განყოფილების უფროსად ინიშნება

ipress.ge

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოდესის განყოფილების უფროსად საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე დაინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო УНИАН-ი ავრცელებს.

ლორთქიფანიძე სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შს მინისტრის მოადგილე იყო, - ნათქვამია УНИАН-ის სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორია.

კომენტარები