რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე: რუსეთთან კომუნიკაციის რაღაც არხი უნდა გვქონდეს

ზურაბ აბაშიძე

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. აბაშიძე-კარასინის შეხვედრები უნდა შენარჩუნდეს, რადგან "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ფორმით რუსეთთან კომუნიკაციის არხი გვქონდეს". ამასთან, აბაშიძე აღნიშნავს, რომ მომდევნო შეხვედრა ჯერ დაგეგმილი არ არის.

"შეხვედრების თვალსაზრისით ჩვენ პაუზა გვაქვს აღებული. რაც შეეხება თვითონ ამ კომუნიკაციის არხის შენარჩუნებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაცა ფორმით კომუნიკაციის არხი რუსეთთან გვქონდეს. ჩვენ არ გვაქვს ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც რაღაცა ფორმით რუსეთთან კომუნიკაციის არხი არ ჰქონდეს. უკრაინასაც კი, რომელსაც ჩვენზე რთული ურთიერთობები აქვთ რუსეთთან, სხვადასხვა ფორმის ურთიერთობა აქვთ და სხვათა შორის, დიპლომატიური კავშირებიც არ გაუწყვეტიათ. ასე რომ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სამეზობლო კონტაქტი მასთან უნდა გვქონდეს", - განაცხადა აბაშიძემ. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება გააფორმა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში რეზოლუცია წარადგინა, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების შეწყვეტაა.

კომენტარები