ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

რატომ უნდა გვახსოვდეს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება - საქართველოს აღიარების 100 წლისთავი

ავტორი: გიორგი კანდელაკი

გიორგი კანდელაკი
ხუთშაბათი, 7 მაისი, 2020 - 20:47
tbl.ge/4q0e
დაკოპირდა

დღევანდელ დღეს, ზუსტად 100 წლის წინ საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დე-იურედ აღიარა.

ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა რეჟიმი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხსოვნას სისტემატიურად შლიდა და ყოველმხრივ აშავებდა. გასულ ზაფხულს, გავრილოვის ღამის შემდეგ, საქართველოში ფრენების აკრძალვაზე საუბრისას, ვლადიმირ პუტინმა რუსული პროპაგანდის მთავარი ხაზი გაიმეორა - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სტალინმა აჩუქა. შესაბამისად, საქართველოს პრეტენზია ამ ორ რეგიონზე უსაფუძვლოა, იქ მდგარი რუსეთის ჯარი კი, სტალინის ქართველობით გამოწვეული უსამართლობის გამოსწორებითაა დაკავებული. ამ ნარატივში საქართველოს დამოუკიდებლობა რაღაც გაუგებრობაა, საქართველოს საბჭოთა კავშირში გაწევრიანება კი გარდაუვალი ისტორიული კანონზომიერება, რადგან ბოლშევიკების ხელმძღვანელობა ქართველებით იყო სავსე. 

თუკი არსებობს ერთი დოკუმენტი, რომელიც ამ სიყალბეს დამჯერებლად აქარწყლებს და რომელიც საკუთარი თავის პატივისმცემელ მთავრობას მაშინვე უნდა გახსენებოდა, ეს სწორედ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაა. სწორედ ამ საერთაშორისო ხელშეკრულებით, საბჭოთა რუსეთმა არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტი, არამედ სახელმწიფო საზღვრებიც აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.

სტალინისთვის, საქართველოს აღიარებაზე დათანხმება მხოლოდ პაუზის აღება იყო - სწორედ იმ მომენტში საბჭოთა რუსეთი მასშტაბურ ომს აწარმოებდა პოლონეთის წინააღმდეგ. ორიოდ კვირით ადრე კი ახლად ოკუპირებული აზერბაიჯანიდან საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის მცდელობამ გენერალ გიორგი კვინიტაძის ძალისხმევის შედეგად კრახი განიცადა.

ბოლშევიკების პოლიტბიუროს 1920 წლის დისკუსიები საქართველოს შესახებ და საქართველოში რუსეთის ელჩის, სერგეი კიროვის, დეპეშები ცხადყოფენ, რომ საქართველოში სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრას დაჟინებით სწორედ სტალინი ლობირებდა, ლენინი კი "საქართველოს საკითხის" გადადებას ემხრობოდა. სტალინის მოტივი აშკარაა: საქართველოს, მისი სამშობლოს დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბება და მისი როგორც პოლიტიკური ფიგურის და ბოლშევიკთა პარტიის ქართული საზოგადოების მიერ უარყოფა ძალაუფლებისთვის ბრძოლაში მის გარდაუვალი მარცხს
გამოიწვევდა.

1920 წლის ბოლოსთვის საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეძლო მიეღწია არა მხოლოდ შიდა სტაბილურობისთვის, არამედ შეექმნა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ასე თუ ისე მუშაობდა და მხოლოდ საკუთარი არსებობით რუსეთში ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ბოლშევიკურ ტირანიასთან დიდ კონტრასტს ქმნიდა.
ევროპული პრესა სიმპათიით აღნიშნავდა რომ საქართველოში, რუსეთისგან განსხვავებით, იყო თავისუფალი არჩევნები, დემოკრატიული პარლამენტი, თვითმმართველობა, თავისუფალი პრესა და ნაფიცი მსაჯულებიც კი.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მთავრობას კომუნისტური პარტიის ლეგალიზაციის ვალდებულების გამო აკრიტიკებდა, რომელიც ხელშეკრულებაში ასევე ჩაიწერა. თუმცა, არალეგალური საქმიანობის შემთხვევაში საქართველო მაინც იტოვებდა უფლებას, კანონის შესაბამისი ღონისძიება გაეტარებინა. მართლაც, 1920 წლის მაის-ივნისში გათავისუფლებული 1200 კომუნისტიდან 650 პირი ხელახლა დააკავეს ასობით კომუნისტი კი ქვეყნიდან გააძევეს. ერთი სიტყვით, როგორც ელჩ კიროვის დეპეშებიდან სრულიად ნათლად ჩანს, 1920 წლის ბოლოსთვის სამხედრო ინტერვენციის გარდა ბოლშევიკების საქართველოს შიგნით გამარჯვების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა.

ამავე დროს, ნოე ჟორდანიას მთავრობა კი იმედოვნებდა, რომ სწორედ რუსეთის მხრიდან აღიარება გახდიდა შესაძლებელს საქართველოს აღიარებას დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მიერ, რომელთა წარმომადგენლებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ საქართველოს საერთაშორისო აღიარების და ერთა ლიგაში გაწევრიანების - ანუ
სამშვიდობოს გასვლის - დაბრკოლება სწორედ რუსეთის მხრიდან საქართველოზე პრეტენზია ქმნიდა.

მართლაც, 1921 წლის 26 იანვარს მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ საქართველო დე-იურედ აღიარა. რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე შექმნილ სახელმწიფოთაგან ამგვარი სრულფასოვანი საერთაშორისო აღიარება მხოლოდ ფინეთმა, პოლონეთმა, ბალტიის ქვეყნებმა და საქართველომ მიიღეს. საფრანგეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი არისტიდ ბრიანი საქართველოს სამხედრო დახმარების საკითხი დაძრა. დროის საკითხი იყო ერთა ლიგაში გაწევრიანება.

ამით შეშფოთებულმა სტალინმა სამხედრო ინტერვენციის საკითხი მაქსიმალურად დააჩქარა და 11 თებერვალს, 7 მაისის ხელშეკრულების ხელმოწერიდან ცხრა თვეში და, მისი უხეში დარღვევით, მე-9 და მე-11 წითელი არმიები საქართველოში ხუთი სხვადასხვა მიმართულებიდან შემოიჭრნენ.

ისტორიაში სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს იმ ფსიქოლოგიურ ომში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ოკუპანტი აწარმოებს. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, 1921 წლის 26 იანვარს საქართველოს მოკავშირეთა მიერ აღიარებასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო
სამართლებრივი სიმბოლოა, რომელთა დავიწყება დიდი შეცდომა იქნება.

გიორგი კანდელაკი1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებარუსეთის მიერ საქართველოს აღიარების 100 წლისთავირუსეთ-საქართველოსაბჭოთა ოკუპაციასაბჭოთა მითებიმითები ოკუპირებული რეგიონების შესახებრუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 2 თებერვალი, 2023 - 13:31ოლიგარქი ჩვენს ზურგს უკან ატარებს რუსულ პოლიტიკას – 3 პარტია აბაშიძე-კარასინის ჩანაწერზე
  • შაბათი, 22 იანვარი, 2022 - 16:02საგარეო რუსეთის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს, მედიას ზურაბ აბაშიძესთან ამისამართებს
  • შაბათი, 22 იანვარი, 2022 - 15:53აბაშიძე: რუსეთთან ფრენის აღდგენას ხელს პანდემია უშლის, სხვა ფაქტორს ვერ ვხედავთ
  • სამშაბათი, 1 ოქტომბერი, 2019 - 16:41გახარია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს
  • შაბათი, 28 სექტემბერი, 2019 - 16:14ცქიტიშვილი: დიპლომატია არის ქვეყნებს შორის პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 03:10

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 00:47

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

რუბიო: ტრამპის მარშრუტს სომხეთის ეკონომიკის ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია შეუძლია
სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 23:09

რუბიო: ტრამპის მარშრუტს სომხეთის ეკონომიკის ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია შეუძლია

არცერთი პროდუქტი არ დარჩება, ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე - ფაშინიანი
სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 20:59

არცერთი პროდუქტი არ დარჩება, ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე - ფაშინიანი

რუსეთი სომხეთს შეზღუდვებს კარტოფილის, ბადრიჯნის, ჩირისა და ბროწეულის იმპორტზეც უწესებს
სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 20:10

რუსეთი სომხეთს შეზღუდვებს კარტოფილის, ბადრიჯნის, ჩირისა და ბროწეულის იმპორტზეც უწესებს

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
პარასკევი, 29 მაისი, 2026 - 07:24აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში