ტერორიზმი

ქაბულში აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

Omar Sobhani / Reuters

ქაბულში ბრიტანეთის საელჩოს კუთვნილ ავტომანქანაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ავღანელი დაიღუპა, 35 კი, დაშავდა. აფეთქებისას საელჩოს ბრიტანელი თანამშრომლებიც დაშავდნენ. ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

სამი დღის წინ აფეთქების შედეგად ავღანეთის დედაქალაქში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ბრიტანეთმა ავღანეთში სამხედრო მისია ამ კვირაში საბოლოოდ დაასრულა. NATO-ს ISAF-ის ოპერაცია კი, წლის ბლომდე დასრულდება. 

კომენტარები