ფარული მოსმენები

პრეზიდენტი: უნდა გამოირიცხოს სასამართლო ნებართვის გარეშე მიყურადება

კანონიერ მიყურადებას უნდა ახორციელებდნენ ამ საქმის პროფესიონალები - ეს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. მეორე, ნებისმიერი სქემა, რომელიც განიხილება, უნდა გამორიცხავდეს სასამართლო ნებართვის გარეშე ნებისმიერ მიყურადებას და მესამე, იმედი მაქვს, რომ ეს ასე ვთქვათ, დისკუსია, მალე მიიღებს კანონის ფორმას და მე არ ვიქნები დაყენებული იგივე ფორსმაჟორული არჩევანის წინაშე, როგორც ვიყავი წინა შემთხვევაში. მე მადლობა მინდა ვუთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც ამის იმედი მომცა წინა განხილვის პროცესში, რომ მე არ მქონდეს გადასაწყვეტი საათებში ან წუთებში ჩემი პოზიციის ჩამოყალიბება.

განაცხადა საქართელოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა სამი კვირის წინ მიიღო, პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

კომენტარები