კრიზისი კოალიციაში

უსუფაშვილი: პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა ჩვენს სურვილზე არაა დამოკიდებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "მე პირადად, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დღესვე მზად ვარ ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის შენობაში და ვისაუბროთ ამ თემაზე". პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის გუშინდელი მიმართვა შეაფასა. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა მთავრობას და პარლამენტს, მთავრობის უახლოესი სხდომა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და NATO-სთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ შედგეს. პრეზიდენტმა თქვა, რომ საკითხის განხილვას დაესწრება თავად და უშიშროების საბჭოს მდივანი.

"რაც შეეხება პარლამენტს ანუ პარლამენტის პლენარულ სხდომას, აქ კონსტიტუციით და კანონით დადგენილია ძალიან კონკრეტული პროცედურები და მექანიზმები და მე ვისურვებდი, რომ სწორედ ამ მექანიზმებით და კონკრეტული პროცედურებით მოხდეს ყველა შემოთავაზებც და გადაწყვეტილების მიღებაც. დეტალებისგან თავს შევიკავებ, ალბათ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უფრო დეტალურად გაგვაცნობს, რას გულისხმობდა პრეზიდენტი ამ მომართვაში და კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე. პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია პარლამენტის შენობაში მოსვლა. რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის თუ მთავრობის წევრის გამოსვლას, ეს კანონით რეგულირდება და არ არის ჩვენს ნება-სურვილზე დამოკიდებული", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები