კრიზისი კოალიციაში

ღარიბაშვილი: შევთანხმდით, რომ ჯარი - ჩვენი სიამაყე აპოლიტიკური იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესა და გენერალური შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა ქართული ჯარის განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები იყო.

"თავდაცვის მინისტრთან და გენშტაბის უფროსთან ერთად, შევაჯამეთ ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს ჯარი, ჩვენი სიამაყე, არის და იქნება აპოლიტიკური და ჩვენ ამ კურსს აუცილებლად შევინარჩუნებთ. საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა ხელი შეუწყოს ჯარის განვითარებას, მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, წინსვლას და ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესებას", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები