ამერიკის შეერთებული შტატები

რესპუბლიკური პარტია კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებს

აშშ-ში შუალედურ არჩევნებში გამარჯვებით რესპუბლიკური პარტია კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებს.

აშშ-ში არჩევნები 4 ნოემბერს ჩატარდა. ამომრჩეველმა 36 სენატორი, წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრი და 36 შტატის გუბერნატორი აირჩია.

რესპუბლიკური პარტია სენატის 100 ადგილიდან 52-ს აკონტროლებს. ლუიზიანასა და ალასკაზე ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ამ შტატებშიც რესპუბლიკელების გამარჯვება ეჭვს არ იწვევს, რაც პარტიას 54 ადგილს და სენატზე სრულ კონტროლს მისცემს.

რესპუბლიკური პარტია ახლა კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებს და დემოკრატ პრეზიდენტ ბარაკ ობამას შესაძლოა პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლა და ადმინისტრაციაში გადაადგილებების გაკეთება მოუწიოს. 

კომენტარები