ამ წუთებში ჩემმა კოლეგამ, ირაკლი სესიაშვილმა რუსთავი 2-ს ეთერში კიდევ ერთხელ იცრუა - მან განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს სკანდალური შესყიდვის შესახებ ნდობის ჯგუფის ყველა წევრი იყო ინფორმირებული - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ facebook-ის პირად გვერდზე განაცხადა.
"უნდა გითხრათ, რომ არათუ ამ კონკრეტული შემთხვევის გამო არავის მოუწვდია ინფორმაცია, არამედ დღიდან ნდობის ჯგუფის საბოლოოდ ჩამოყალიბებისა, არცერთხელ არ დამკავშირებია არავინ, არც თავმჯდომარე, არც აპარატის უფროსი, არც აპარატის წევრი, არც რაიმე ინფორმაცია მომსვლია კურიერის, ან ფოსტის საშუალებით. შედარებისთვის, როგორც ნდობის ჯგუფის წევრს, რეგულარულად მომდის ანალიტიკური მიმოხილვა უშიშროების საბჭოდან" - აცხადებს თარგამაძე.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ განაცხადა: "თუ დარღვევებს აღმოვაჩენთ ცხადია ჩვენ გვაქვს უფლება რომ ეს მასალები პროკურატურას გადავუგზავნოთ თუ ჩავთვლით რომ კანონიერად იყო გასაიდუმლოეებული რომელიმე შესყიდვა ამზეც მოვახდენთ რეაგირებას. [ნდობის ჯგუფის] ყველა წევრი იყო ინფორმირებული არა შესყიდვების და იმის შესახებ არამედ იმის შესახებ რომ იგეგმებოდა ამის შესყიდვა" - განაცხადა სესიაშვილმა.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე
თარგამაძე: სესიაშვილი ცრუობს, ინფორმაცია შესყიდვის შესახებ არ მიმიღია





