თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ალასანია: ივანიშვილისგან საქმის დეტალების ცოდნამ, პოლიტდევნის ეჭვი გამიმძაფრა

რაც შეეხება [ყოფილი] პრემიერმინისტრის შეფასებას: მე, რა თქმა უნდა, მისმა ღრმა ცოდნამ ოპერატიული და საიდუმლო მასალების დეტალებისა, კიდევ უფრო გამიღრმავა ეჭვი, რომელიც ბევრს აქვს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რომ მთელი ეს კამპანია არის პოლიტიკურად მოტივირებული, რათა გაისვაროს პოტენციური კონკურენტი მომავალი არჩევნების პერიოდში. მათ იცოდნენ, მაისიდან მოყოლებული, რომ მე ვაპირებდი თავისუფალი დემოკრატების ყრილობის ჩატარებას და დაბრუნებას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ამასაც ვუკავშირებ, ნაწილობრივ, სამართალდაცვითი სტრუქტურისა და პროკურატურის გააქტიურებას - იმას, რომ ჩემ მიერვე გამოძიებული ერთი წლის წინანდელი საქმე დღეს გაახსენდათ და მეორე დღესვე, როდესაც პოლიტიკური შეფასება მივეცი, იმ საქმეზე ბრალი წაუყენეს რამდენიმე თანამშრომელს. 

განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ე.წ. კაბელების საქმეზე საუბრისას.

კომენტარები