თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო. ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ ბრალდებულ არჩილ ალავიძეს ჩაუტარდა ოპერაცია, რის გამოც სასამართლო სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებს. აქედან გამომდინარე, სასამართლო სხდომა 1 ოქტომბრამდე გადაიდო.

ბრალდების მხარის წარმომადგენლის ზვიად გუბელაძის თქმით, თუკი სხდომა 1 ოქტომბერსაც არ ჩატარდება, პროკურატურა ჩათვლის, რომ დაცვის მხარე მას აჭიანურებს. 

ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანია ბრალდებული, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გირაოთი გაათავისუფლეს.

კომენტარები