საბანკო სექტორი

ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს არაპროფილური ბიზნესების ქონა აუკრძალა

m2.ge

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კერძო ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აუკრძალა. ეროვნული ბანკის სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომერციულმა ბანკებმა მომხმარებლებს მხოლოდ ტრადიციული საფინანსო მომსახურება უნდა შესთავაზონ. ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური ბიზნესების საკითხს გასული თვის განმავლობაში განიხილავდა.

ეროვნული ბანკი არაპროფილური ბინზესების არსებობას საშუალოვადიან პერსპექტივაში რისკის შემცველად აღიქვამს.

ეროვნულმა ბანკმა არაპორფილურ ბიზნესებთან დაკავშირებით რეგულაციები 2008 წელს შეასუსტა, რაც მიზნად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგების შესუსტებას ისახავდა. ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით, დღესდღეობით ამგვარი შეღავათები კომერციულ ბანკებს აღარ სჭირდებათ.

ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების განცხადებით, ბანკების მფლობელობაში არსებული დეველოპერული კომპანიები პრაქტიკულად დამოუკიდებელი ბიზნესებია, რომელთაც ფუნქციონირება ბანკებისგან დამოუკიდებლადაც შეუძლიათ. ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოს 136 ქვეყნიდან 49-ში ბანკებს არაპროფილური ბიზნესების ქონა ეკრძალებათ, ხოლო 48 ქვეყანაში კი არაპროფილური საქმიანობა მკაცრად არის შეზღუდული.

კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს 30 კალენდარული დღის ვადაში არაპროფილური ბიზნესების ჩამოშორების გეგმა უნდა წარუდგინონ. ეროვნული ბანკის მოთხოვნით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე არაპროფილურ ბიზნესებზე ყველა ბანკმა უარი უნდა თქვას.

კომენტარები