დემოგრაფია

სიკვდილიანობის შესახებ პრემიერის სიტყვებსა და სტატისტიკას შორის შეუსაბამობაა

სიკვდილიანობის ოფიციალური სტატისტიკა
Geostat

"ოცი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში წელს პირველად შემცირდა სიკვდილიანობა, რატომღაც არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მე ეს ძალიან მახარებს", - ამის შესახებ პრემიერმა განვლილი 2 წლის შეჯამებისას ისაუბრა. 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ეს განცხადება მცდარია. 

საქართველოს ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით ბოლო 10 წლის განმავლობაში სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2007 წელს იყო. 2004-დან 2007 წლამდე სიკვდილიანობას კლებითი ტენდენცია ჰქონდა და 47 000-დან 41 000-ზე ჩამოვიდა. ამის შემდეგ გარდაცვლილთა რიცხვოვნობამ მატება დაიწყო და 2012 წელს 49 000-ს გადააჭარბა, 2013 წელს კი ეს რიცხვი 48 500-ს გაუტოლდა, რაც 2007 წლის მაჩვენებელზე 7 000-ით მეტია. 

შესაბამისად, პრემიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში პირველად შემცირდა სიკვდილიანობა, მცდარია. სიკვდილიანობის ტენდენცია დაღმავალი 2004-2007 წლებშიც იყო. 

კომენტარები