ნეპოტიზმი

კალაძე: მომაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ჩემს ნათესავებთან დაკავშირებით

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს მისი ნათესავების თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. კალაძე ჟურნალისტებს ფაქტების მიწოდებას სთხოვს. არასამთავრობო ორგანიზაცია მონიტორინგის ცენტრ-მედიატორის ცნობით, კალაძის მეუღლის დეიდაშვილი ლუკა კანკავა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ასევე, დოლიძე-ბახტრიონის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეა ანუკა არეშიძის ბიძა ბესიკ ჭუმბურიძე. ცოლისძმა გიორგი არეშიძე კი, ქალაქ თბილისის მერიაში სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში უფროსის მოადგილედ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

"არ ვიცი, ვერ გეტყვით. აბა, იქნებ იმუშაოთ თქვენ და მომაწოდოთ უფრო დეტალური ინფორმაცია ჩემს ნათესავებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ცოლის მხრიდან ჩემს ნათესავებს ბევრს არ ვიცნობ, და, აბა, თქვენ გექნებათ მაგის საშუალება, რომ იმუშაოთ და მომაწოდოთ მეტი ინფორმაცია, ვინ არის დასაქმებული - ჩემი ნათესავები იქნება ეს - პირადი, თუ მეუღლის ნათესავები. და მე აუცილებლად ჩავწვდები ბოლომდე მაგ თემას", - პასუხობს კალაძე.

კომენტარები