ნეპოტიზმი

ღარიბაშვილი ნეპოტიზმზე: რამდენიმე ადამიანთან საერთოდ აღარ მაქვს ურთიერთობა

ჩემს წასვლამდე ერთი წლით ადრე იყო ხმაური და ასე ვთქვათ, კითხვები რომ დაისვა... ჩემი წამოსვლა ერთი წლის თავზე მოხდა, ასე რომ დროში არ ემთხვევა...

მაშინ საფუძველი იყო კითხვების დასმის... ქართველები ვართ, ყველას გვიყვარს ჩვენი ნათესავები, მაგრამ ყველაფერს იდეალურად ვერ დააორგანიზებ, შეიძლება, ვიღაც ნათესავმა ისარებლა და ბოროტად გამოიყენა რაღაც მდგომარეობა, შეიძლება ვიღაცამ გადაჭარბა, ეს ყველაფერი ხდება, ეს ნაცნობი თემაა, ადამიანები, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ცდილობენ რამდენაირად იხეირონ. არ ვიცი, ვინ რა იხეირა, მაგრამ რამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს საერთოდ ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან, ეს პირადული ამბავია და არ მინდა ამაზე საუბარი. რაც იყო მაშინ, მე გავასწორე ყველაფერი, მე თვითონ გავწიე ის ადამიანები, ვინც გასაწევი იყო და დანარჩენზე არ მსურს საუბარი

ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი TV პირველის ეთერში, კითხვაზე, მისი პოლიტიკიდან წასვლა ნათესავების თემას ხომ არ ეხებოდა.

კომენტარები