რუსეთი

პუტინი: ნავთობის ფასების ვარდნის გამო რუსეთს ბიუჯეტის შემცირება მოუწევს

რუსეთის პრეზიდენტი ნავთობის ფასის ბარელში 80 დოლარამდე შემცირებაში ტრაგედიას ვერ ხედავს. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა მილანში, აზია-ევროპის სამიტის შემდგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, რუსეთის ბიუჯეტი ბარელში 96 დოლარზე არის გათვლილი. „დღეს ფასი უფრო დაბალია, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. ვფიქრობ, ფასი დაკორექტირდება და გასწორდება, რადგან ფასი 80 დოლარის დონეზე ბაზრის არცერთ მონაწილეს ხელს არ აძლევს", - განაცხადა პუტინმა.

პუტინის განცხადებთ, ნავთობის ფასების დაცემის გამო რუსეთს ბიუჯეტის გარკვეულ კორექტირება მოუწევს, თუმცა ხარჯების შემცირება სოციალურ ვალდებულებებს არ შეეხება.
ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ფასი 80 დოლარის ოდენობაზე დარჩება, „მსოფლიო ეკონომიკა დაინგრევა".

მან კომენტარი გააკეთა ცნობებზე ნავთობის ფასების „შეთქმულების" შედეგად დაცემის შესახებ და აღნიშნა, რომ "შეთქმულება ყოველთვის შეიძლება არსებობდეს, მაგრამ, შეთქმულებები შეთქმულებს ცუდად უტრიალდებათ ხოლმე".

კომენტარები