უკრაინის კრიზისი

რუსეთი როსტოვში განლაგებულ ჯარებს უკრაინის საზღვრიდან უკან დახევს

Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსული ჯარების უკრაინის საზღვრიდან უკან გაიყვანის ბრძანება გასცა.  ბრძანება  17600 სამხედროზე ვრცელდება, რომლებიც როსტოვის ოლქში, უკრაინის საზღვრის მახლობლად, ზაფხულში მიმდინარე წვრთნებში იღებდნენ მონაწილეობას. ბრძანების თანახმად, ქვედანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილს უნდა დაუბრუნდნენ.

გადაწყვეტილება წინ უსწრებს მომავალ კვირას  მილანში დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც აზიისა და ევროპის ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის უნდა შედგეს.  პოროშენკოს თქმით, შეხვედრა რთული იქნება, თუმცა იმედოვნებს, რომ ის დადებით შედეგს გამოიღებს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციისთვის.

ერთი თვის წინ NATO-მ ღიად დასდო ბრალი რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე ათასიანი ჯარისა და მძიმე ტექნიკის შეყვანასა და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი პრორუსი სეპარატისტების მხარდაჭერაში.

რუსეთი დღემდე უარყოფს ბრალდებას, თუმცა აცხადებს, რომ უფლება აქვს, რეგიონის რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესები დაიცვას.

მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რომელსაც ხელი უკრაინასა და პრორუს სეპარატისტებს შორის 5 სექტემბერს მოეწერა, ქვეყანაში კვლავ დაძაბულობაა.  უკრაინის შეიარაღებულ ჯარებსა და სეპარატისტებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრი კვლავ დონეცკის აეროპორტია.

გაეროს ინფორმაციით, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დღემდე 330-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები