პენსია

ხადური: 2015-2016 წლისთვის ასაკობრივი პენსია აუცილებლად გაიზრდება

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, "2015-2016 წლისთვის ასაკობრივი პენსია აუცილებლად გაიზრდება". დანამატის რაოდენობა კი, მინისტრის თქმით, ცნობილი უახლოეს 2 თვეში გახდება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ონოფრიშვილს მიაჩნია, რომ პენსია მაქსიმალურად ყველა კატეგორიისთვის უნდა გაიზარდოს. 

„აქ დიდი სხვაობა არ უნდა იყოს, თუ ეს მცირე ზრდაა, თუ დიდი ზრდა არის, მაშინ შეიძლება გარკვეული დიფერენციაცია რაღაცა პერიოდის განმავლობაში“, - თქვა ონოფრიშვილმა, რომელიც 2 ოქტომბერს აცხადებდა, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში საპენსიო ფონდის გაზრდა გათვალისწინებული არ არის. მისივე ვარაუდით, პენსია 5-10 ლარით გაიზრდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის კომიტეტებში დღეს დილიდან განიხილავენ.

კომენტარები