ლიტვა-საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის თავდაცვის მინისტრ იუოზა ოლეკას შეხვდა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის თავდაცვის მინისტრ იუოზა ოლეკას შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა იუოზა ოლეკასთან საქართველო-ლიტვას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის სამხედრო წვრთნებზე, რომელსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ჩაატარებს.

პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა NATO-ს სამიტზე საქართველოსთვის გადმოცემულ თანამშრომლობის პაკეტზეც იმსჯელეს და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პერსპექტივებიც განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებს და უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ.

კომენტარები