ლიტვა-საქართველო

ლანდსბერგისი: მჩაგვრელი რეჟიმები ოპონენტების ლიტველებთან შედარებისას ფრთხილად უნდა იყვნენ

მჩაგვრელი რეჟიმები თავიანთი ოპონენტების ლიტველებთან შედარებისას ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ლიტველებს მსგავს სიტუაციებში გამარჯვების ისტორია აქვთ

ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის ნათქვამს ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრელიუს ლანდსბერგისი თავის X-ზე.

"ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა.

ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა" - დაწერა ივანიშვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში 12 იანვარს

კომენტარები