ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი, თბილისში 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
"ვგმობთ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებს". - წერს ბუდრისი პლატფორმა X-ზე და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, განცხადებას აზიარებს.
ბუდრისის თქმით, "ლიტვა დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში".





