აფხაზეთი

ხაჯიმბა: ენგურზე ექვსიდან ხუთი გამშვები პუნქტი ჩაიკეტება

rferl.org

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას და ექვსი გამშვები პუნქტის ნაცვლად ერთის დატოვებას გეგმავს. ამ განცხადების შესახებ ინფორმაციას სააგენტო РИА Новости ავრცელებს.

ხაჯიმბას თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების გათვალისწინებით.

“მდინარე ენგურზე საქართველოსთან გამავალი სახელმწიფო საზღვარი გამაგრდება. იქ მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი უნდა ფუნქციონირებდეს, სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით. აუცილებელია ყველა სხვა გამშვები პუნქტის დახურვა”, - ამბობს დე ფაქტო პრეზიდენტი.

კომენტარები