უკრაინის კრიზისი

დიდი შვიდეული რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრა

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები რუსეთს ახალი ეკონომიკური სანქციებით ემუქრებიან, თუ მოსკოვი სამშვიდობო შეთანხმებას არ შეასრულებს და  უკრაინიდან საკუთარ ძალებს არ გაიყვანს. ამის შესახებ სააგენტო ფრანს პრესი იუწყება.

„სანქციები თვთმიზასნი არ არის, მაგრამ ისინი მხოლოდ მაშინ შეიძლება უკან იქნას გაწვეული, თუ რუსეთი შეასრულებს საკუთრ ვალდებულებებს მინსკის შეთანხმების მიხედვით და უკრაინის სუვერენიტეტს პატივს სცემს“,  - ნათქვამია G7-ს ლიდერების განცხადებაში, რომელიც ნიუ იორკში მათი შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შვიდეული მზადაა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის რუსეთს „დამატებთი საზღაური დააკისროს“.  

დიდი შვიდეულის წევრები რუსეთისგან უკრაინიდან შეიარაღებული ძალების და ტექნიკის გაყვანას, საზღვრის საიმედოდ დაცვას და ყველა მძევლის გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ კრიზისი საერთაშორისო სამართლის ნორმების , უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით გადაწყდება“,  - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც  აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის,  კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ ხელს. 

კომენტარები