მიხეილ სააკაშვილის საქმე

მთავარი პროკურატურა: არსებობდა ვარაუდი, რომ სააკაშვილი ქონებას გადამალავდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, "რადგან ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, იგი გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას". პროკურატურა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს ხელს შეუშლიდა  სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

"ამ მიზნით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონებას", - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რაც არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დააყადაღა:

მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება:

1) ქ. ყვარელში მდებარე 2 332 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2) ქ.ყვარელში მდებარე 1 316 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
3) ქ.ყვარელში მდებარე 2 441 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
4) ქ.ყვარელში მდებარე  1 207 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 
5) ქ. ყვარელში მდებარე 6 820 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 97 კვ.მ. შენობა ნაგებობით. 
6) ქ. ყვარელში მდებარე 682 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
7) ქ.ყვარელში მდებარე  1 668 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
8) ქ. ყვარელში მდებარე 2 637 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
9) HONDA ACCORD-ის მარკის ავტომანქანა, (გამოშვების წელი 1988).
  
სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ქონება: 
ქ. თბილისში, ბარნოვის N9-ში მდებარე 154 კვ.მ ბინა და 164 კვ.მ მანსარდა.

გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული ქონება და წილი საწარმოში:

1) ქ. ყვარელში მდებარე  1 313 კვ.მ, 251 კვ.მ, 334 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
2) ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N5-ში მდებარე 172.80 კვ.მ ბინა.
3) შპს „იუჯი ბაღში“ გიული ალასანიას  საკუთრებაში არსებული 50%-იანი წილი.

მზია წერეთლის საკუთრებაში არსებული ქონება:

1) ქ. თბილისში. ილია ჭავჭავაძის გამზ. N37-ში მდებარე 197 კვ.მ მშენებარე ბინა. 
 2) ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მდებარე  500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 
3) TOYOTA RAV4-ის მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი 2010).

ნიკოლოზ სააკაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება:

TOYOTA LANDCRUISER LC 200-ის მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი 2014). 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურამ მასზე ქვეყნის შიდა ძებნა აგვისტოში გამოაცხადა. სააკაშვილს კიდევ 2 ბრალი ვალერი გელაშვილის ცემის საქმესა და ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის წარედგინა.  

კომენტარები