უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების 70% გაყვანილია. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით პოროშენკომ ოთხშაბათს, 10 სექტემბერს, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გაავრცელა.
უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ჯარებისა და ტექნიკის გაყვანის შეთანხმების თაობაზე კომენტარი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც გააკეთა.
„არსებობს შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთმა გაიყვანოს ჯარისკაცები და შეიარაღება. ამ პროცესს საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით დააკვირდება“, - განაცხადა შტაინმაიერმა.
კრიზისი უკრაინაში
პოროშენკო: უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების 70 % გაყვანილია

www.telegraph.co.uk




