ევროპის ჩემპიონატი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა. მატჩი ანგარიშით 1:2 დასრულდა. ანგარიში 24-ე წუთზე ირლანდიელმა ფეხბურთელმა ეიდინ მაკგიდმა გახსნა.

38-ე წუთზე კი ანგარიში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაათანაბრა. 89-ე წუთზე მაკგიდმა დუბლი შეასრულა.

კომენტარები