ტერორიზმი

Foreign Policy: ნაპოვნია ISIS-ის წევრი ტერორისტის პირადი კომპიუტერი

ISIS-ის წევრი ტერორისტის პირადი კომპიუტერის შიგთავსი
Foreign Policy

გამომცლემლობა Foreign Policy ავრცელებს ინფორმაციას სირიელი რევოლუციონერთა ჯგუფის მიერ ISIS-ის ლეპტოპის ხელში ჩაგდების თაობაზე. 

შეტევა, რომლის შედეგადაც რევოლუციონერთა ჯგუფის ლიდერმა, აბუ ალიმ ISIS-ის კუთვნილი კომპიუტერი ჩაიგდო ხელში მათ იანვარში განახორციელეს, თუმცა ISIS-ის დაჯგუფების ყველა წევრმა მოასწრო შენობის დატოვება - ამბობს თავად ალი. 

ლეპტოპი, რომელიც თავიდან ინფორმაციისგან დაცარიელებული ეგონათ, დამალულ ფოლდერებს ინახავდა. კომპიუტერში აღმოჩნდა 146 გიგაბაიტის სიდიდის მასალა, სულ 35 347 ფაილი გადანაწილებული 2 367 ფოლდერში. ფაილები იყო ფრანგულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე. 

დოკუმენტები, როგორც აღმოჩნდა შეიცავდა ჯიჰადისტური იდეოლოგიების ახსნა-განმარტებასა და პროპაგანდას. კომპიუტერში ასევე აღმოჩნდა ოსამა ბინ ლადენის ვიდეოები, ბომბის გასაკეთებლად საჭირო სახელმძღვანელოები, მანქანის მოსაპარად აუცილებელი ინსტრუქციები და მითითებები თუ როგორ შეინიღბონ ადამიანები, იმისათვის დაპატიმრებას თავი აარიდონ. 

Foreign Policy-ს ჟურნალისტი განმარტავს, რომ გარდა იდეოლოგიური პროპაგანდისა და მებრძოლებისთვის გამოსადეგი ინფორმაციისა, ლეპტოპის მფლობელი ასევე სწავლობდა ბიოლოგიური იარაღის შესახებ მიეღო მეტი ინფორმაცია, რომელიც პოტენციურად მსოფლიო მასშტაბის ტეორრისტული თავდასხმის იარაღი უნდა გამხდარიყო. 

კომპიუტერის ფაილებში ჩაძიებისა ასევე ირკვევა, რომ მისი მფლობელი ტუნისის მოქალაქეა, სახელად მუჰამედ ს. რომელიც ISIS-ს სირიაში შეუერთდა. მანამდე მუჰამედი ფიზიკასა და ქიმიას სწავლობდა ჩრდილოაღმოსავლეთ ტუნისში. 

ტერორისტის კომპიტერში 26 გვერდზე დეტალურად არის აღწერილი ისლამისტების მიერ მსოფლიო მმართველობის ჩამოყალიბება მასობრივი განადგურების იარაღის დახმარებით. 

კომენტარები