ომი უკრაინაში

მინაშვილი: რუსეთის ერთადერთი მხარდამჭერი საქართველოს ხელისუფლებაა

რადიო "თავისუფლება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის თქმით, რუსეთს არ ესმის მოლაპარაკების ენა. მისივე შეფასებით, რუსეთის ერთადერთი მოკავშირე საქართველოს ხელისუფლებაა.

"რუსეთს არ ესმის დისკუსიის ენა, რუსეთის მთავარი მოტივია სამხედრო აგრესია, ძალადობა. ნებისმიერი სახის შეთანხმების სურვილს ის განიხილავს სისუსტედ და არა როგორც კომპრომისს. აგრესორს, რომელიც ახორციელებს თავდასხმას ჩვენს მოძმე სახელმწიფოზე, ერთადერთი მხარდამჭერი ჰყავს და ეს არის საქართველოს ხელისუფლება. მას სამარცხვინოდ, არცერთხელ განცხადებაში არ უხსენებია სიტყვა რუსეთი", - თქვა მინაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პრეზიდენტს საკუთარ განცხადებებში, სადაც შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, არ უხსენებიათ სიტყვა "რუსეთი". 

კომენტარები