ომის დაწყებიდან უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 374 ბავშვი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 723-ზე მეტი მცირეწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფომაციით, რუსული აგრესიის შედეგად ყველაზე მეტი ბავშვი - 388 დონეცკის რეგიონში დაშავდა; ხარკოვში - 202; კიევშ - 116; ჩერნიგოვი - 68; მიკოლაევი - 65; ლუჰანსკი - 61; ხერსონი - 55; ზაპოროჟიე - 41.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვების შედეგად დაზიანდა 2 328 სასწავლო დაწესებულება, აქედან 289 მთლიანად განადგურდა.